გზების დეპარტამენტი კომპანიებს დაგეგმილი შესყიდვების გასაცნობად იწვევს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე), სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვას. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში 2019 წლის 11 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება შეხვედრა აღნიშნული შესყიდვის დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით და დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მობრძანდეთ შეხვედრაზე დასასწრებად (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N12, მე-2 სართული).

Visited 68 times, 1 visit(s) today