გია ონიანმა, სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობა კრებაზე ირჩევს პრიორიტეტულ საკითხებს.
პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, გარე განათება, სკვერების მოწყობა, სამეურნეო დანიშნულების გზები, მინი სტადიონი. ამ პროგრამით ხოფურის თემის სოფლებში: ნანარსა და მაზაშში მოეწყო გარე განათება, ხოფურში-სკვერი, წიფლკაკიაში-მინი სტადიონის რეაბილიტაცია და ლამანაშურში-გზის დამცავი გაბიონი. ხოფურის თემისათვის “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით 5 სოფელზე გამოყოფილი იყო 50 000 ლარი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფ. ლამანაშურში ამ პროგრამით გათვალისწინებული, სამეურნეო დანიშნულების გზის სარეაბილიტაციო და ფერდის შემაკავებელი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.

Visited 82 times, 1 visit(s) today