გია სალუქვაძე გოჩა კანკავას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მოადგილეებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად ,,მუნიციპალიტეტების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ მუდმივმოქმედ კომისიებთან სამუშაო შეხვერდა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ოთხივე მუნიციპალიტეტის კომისიის თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ, განიხილეს საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა და ამავე სააგენტოს წარმომადგენელი ვალერი ხურცილავა დაესწრნენ.

Visited 484 times, 1 visit(s) today