გიგლა აგულაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე სატყეო სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს, ვინაიდან საქართველოში ტყეზე და მის პროდუქტებზე დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან მაღალია და დღემდე რჩება საარსებო წყაროდ.
შესაბამისად, სატყეო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული სათბობი საშუალებებით. მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიის ქ. გიუსინგის (Güssing) გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ავსტრიის ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქს განახლებადი ენერგიის მოხმარების მხრივ.
მინისტრი და ელჩი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების საკითხში.

Visited 130 times, 1 visit(s) today