გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილეს.
საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის რესურსების მართვა სახელმწიფოსთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ამ ეტაპზე მართვაში გადაცემის პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც განიხილება მუნიციპალური ტყეების გადაცემის პროცედურა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Visited 189 times, 1 visit(s) today