საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო.