გიგლა აგულაშვილი საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეს შეხვდა.
მხარეებმა აშშ-თან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
საქართველოში სამთომოპოვებითი სექტორის რეფორმის ხელშეწყობა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობა – ეს ის მიმართულებებია, რაშიც მხარეები მომავალშიც ითანამშრომლებენ.
ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს დაძმობილებულ ეროვნულ პარკებს (კოლხეთი – პოინტ რეი, კალიფორნია; თუშეთი – როკი მაუნთინს, კოლორადო და ვაშლოვანი – ბედლენდი, სამხრეთ დაკოტა) შორის.

Visited 158 times, 1 visit(s) today