გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრნენ. მათ სტუდენტებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. ამასთან, 2022 წლის 1 ნოემბრიდან სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება. საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებს.

Visited 23 times, 1 visit(s) today