გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ თაბაგრებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფლის ცენტრალურ უბანში, სადაც საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს, გზის მობეტონება ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ნიუ ბილდინგი“ ასრულებს. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლის განცხადებით, სამშენებლო პროცესი შეუფერხებლად გრძელდება და სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 64 000 ლარს შეადგენს. მთლიანობაში 390 მეტრიანი გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება.

Visited 75 times, 1 visit(s) today