შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

09/07/2020

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს. პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სიგრძის სარწყავი არხი რეაბილიტირდება. სამუშაოები მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. ჩატარებული სამუშაოები სოფელ ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის 525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულება 2 817 000 მლნ ლარია. შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნენ. ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0