გივი მოდებაძემ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. თავდაპირველად,ნიკოპოლის ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ყვირილის სანაპირო ზოლის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.ქუჩის მთელ პერიმეტრზე დაგეგმილია ველობილიკის, ტროტუარისა და მწვანე ზოლის მოწყობა. აღდგება მოაჯირი და განთავსდება ძელსკამები. სამუშაოები 2020 წლის 31 ივლისამდე დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მის განსახორციელებლად 270 000 ლარია გამოყოფილი. ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხიდის მშენებლობის პროცესიც მოინახულეს.
პროექტის მიხედვით არსებულ ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “სინათლე 2006“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროექტი 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. დასასრულს უახლოვდება ბაგა ბაღის მშენებლობა აბაშიძის ქუჩაზე. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები მშენებლებს შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სამუშაოებს შპს „ელიტმშენი“ასრულებს. ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 502 280 ლარი დაიხარჯება.

Visited 108 times, 1 visit(s) today