გივი ჭიჭინაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან და სამტრედიის გამგებელთან ვალერიან ფოცხვერიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამ ეტაპზე ქალაქში რუსთაველის ქუჩაზე არსებული 10 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადებისა და აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის საპროექტო ღირებულება 404 625 ლარია.
პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა ღანირის თემში, საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებიც დაათვალიერა. სკოლამდელი დაწესებულება 100 ბავშვზეა გათვლილი და ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტის ღირებულება 193 000 ლარია.

Visited 203 times, 1 visit(s) today