გივი ჭიჭინაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ კუპატაძესთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ხორციედლება საჩხერის გზატკეცილი–სოფელ ზოდის საავტომობილო გზის აღდგენა, პროექტზე 12 ადამიანია დასაქმებული, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთით 2 000 ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, მიმდინარეობს სოფელ სარქველეთუბნის საავტომობილო გზის მშენებლობაც, რომელიც 1 500 ბენეფიციარს მოემსახურება. სოფელ ზოდში კი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ პროექტებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 900 000 – ზე მეტი ლარი იხარჯება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, კაცხის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. პროექტის ღირებულება 1 430 000 ლარს შეადგენს.

Visited 161 times, 1 visit(s) today