გივი ჭიჭინაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინვესტორები იმერეთის რეგიონში კერძოდ, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ჩაის დარგის განვითარებით არიან დაინტერესებულები. პირველ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული ჩაის პლანტაციების რესურსის შესწავლა მოხდება და სამომავლო პერსპექტივა შეფასდება.
იმერეთის გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონში ჩაის დარგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

Visited 182 times, 1 visit(s) today