გილოცავთ „ფესახის“ დღესასწაულს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს „ფესახის“ დღესასწაულს ულოცავს. ამასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილი განცხადებას ავრცელებს.

“გილოცავთ „ფესახის“ დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ებრაელებს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია აქვთ. მათი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. მინდა გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

„ფესახი“ ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება.

Visited 330 times, 1 visit(s) today