გიორგი აბაშიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებს სასახლის ეზოში “კონსტიტუციის დერეფანი” დაათვალიერებინა, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი მოვლენების ისტორიული, საარქივო მასალები იყო გამოფენილი.
გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდებს კონსტიტუციის, როგორც საერთო- სახალხო დოკუმენტის მნიშვნელობასა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.

Visited 97 times, 1 visit(s) today