გიორგი ალადაშვილი, სოფელ მზისგულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, სოფელ მზისგულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად სკვერის მოწყობა დასახელდა. კახეთის რეგიონში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლის საერთო კრება 286 დასახლებაში გაიმართება. შეხვედრები მიმდინარე წლის 16 იანვარს დაიწყო და 17 თებერვალს დასრულდება. დღეის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით, სოფლის საერთო კრება 227 სოფელში უკვე ჩატარდა.

Visited 51 times, 1 visit(s) today