გიორგი ალადაშვილმა კახეთის რეგიონში სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს შობა – ახალი წელი მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების კახეთის რეგიონულ სამსახურებს ესტუმრა და შობა – ახალი წელი მიულოცა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მე – 20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე ეროვნული გვარდიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესთან და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.

“მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო კახეთის და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. დღეს, პირადად ვესტუმრე კახეთის რეგიონში იმ უწყებებს, სადაც დასაქმებული ადამიანები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მოდის ახალი, 2023 წელი, გისურვებთ, რომ ახალი წელი, თითოეული თქვენგანისთვის ახალი იმედის, სიკეთის, წინსვლისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ, მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.” – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

Visited 66 times, 1 visit(s) today