გიორგი ალიბეგაშვილმა რიმა ბერაძესთან და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს ფრაქცია”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართვლოსთვის“ თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს, მეეზოვეებსა და მეტროპოლიტენის თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღეს მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილი დეპუტატებთან ერთად თითოეულ მათგანს ადგილზე პირადად ეწვია, გაზაფხულის პირველი დღესასწაული- 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ქალბატონებს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა. 3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს დაწესდა.

Visited 198 times, 1 visit(s) today