გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. როგორც გიორგი გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის აკადემიური საბჭოს 9 წევრმა წარადგინა და ყველანაირი უფლება აქვს წარდგეს საბჭოს სხდომაზე კანცლერის თანამდებობაზე. გიორგი გაფრინდაშვილმა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტები მის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და ეს არის ღირსების შემლახველი განცხადებები.

“აკადემიური საბჭოს 9 წევრმა მხარი დამიჭირა და ყველანაირი უფლება მაქვს წარვსდგე საბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, არ ვაპირებ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი. თუ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემს გეგმაშია, ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, შესაძლებელია ამის გადახედვა”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს პროცესების პოლიტიზირება. გაფრინდაშვილმა კომენტარი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გააკეთა, სადაც მხოლოდ მისი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაფრინდაშვილის პოზიციას ოვაციებით შეხვდნენ.

Visited 178 times, 1 visit(s) today