გიორგი გახარიამ დაჭრილი ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

28 ივლისს მძარცველმა მოქალაქეს საფულე გასტაცა. მისი დაკავება ლუკა ლორიამ სცადა, რა დროსაც მძარცველმა იგი ცივი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ერთად, დაჭრილი ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. ამ დროისთვის მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა.

Visited 346 times, 1 visit(s) today