გიორგი გახარია ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

გიორგი გახარია ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

Visited 196 times, 1 visit(s) today