გიორგი გახარია ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან. გიორგი გახარიამ დიპლომატს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას.

Visited 57 times, 1 visit(s) today