გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურული რეფორმები იყო. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრომლობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ეკონომიკურ მაჩვენებლებს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას ახორციელებს. ახალი პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას ეფუძნება.

Visited 155 times, 1 visit(s) today