გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ელჩს – ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი გახარია ტადაჰარუ უეჰარას სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.
გიორგი გახარიამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის მიმართულებით უმსხვილეს იაპონურ კომპანიასთან – Nippon-თან ურთიერთობაზე და თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 192 times, 1 visit(s) today