გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და წლების განმავლობაში ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები მიმოიხილეს.
გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ქვეყანაში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

Visited 101 times, 1 visit(s) today