გიორგი გახარია ჯორჯ კენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ყურადღება გამახვილდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტზე, რომელიც პრემიერმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლესი დონის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე – საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. აღინიშნა საერთაშორისო მექანიზმებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და დაესწრნენ.

Visited 77 times, 1 visit(s) today