გიორგი გურასპაშვილმა, მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ, სხვადასხვა საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებმაც კარიერული სქემის წინსვლის ფარგლებში მენტორის სტატუსი მოიპოვეს, პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მათი შრომა ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად, თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად და მოაზროვნე ადამიანებად აღზრდა, უმეტესწილად, სწორედ პედაგოგების დამსახურებაა.
მენტორ მასწავლებლებს: ნინო მასურაშვილს, ლელა კორკოტაძეს, ინგა გოგალაძეს, ქეთევან ლომიძეს, ნანი მაკარიძეს, ფატმან ღამბაშიძეს, ლალი კაკიაშვილს, თამარ ნატრიაშვილს და შორენა ბაკურაძეს, მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

Visited 112 times, 1 visit(s) today