გიორგი გურასპაშვილმა, შშმ ბავშვთა ცენტრ “მომავლის სახლის” ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს შშმ ბავშვთა ცენტრ “მომავლის სახლის” და ხაშურის მეორე სკოლასთან არსებული დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციარებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის პირველმა მოადგილე ზვიად ქურდაძემ და მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე ფრუიძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მიერ შშმ ბავშვების მხარდაჭერა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება, – აღინიშნა დასაჩუქრებისას. ცენტრ “მომავლის სახლის” და ხაშურის მეორე სკოლასთან არსებული დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციართა დასაჩუქრება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამასხურის ორგანიზებით და მხარდაჭერით მოეწყო.

Visited 86 times, 1 visit(s) today