გიორგი გურასპაშვილმა, წარმატებულ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

26 მაისს – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებულ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადასცეს.
ღონისძიების მსვლელობისას, 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად, ზუსტად 17 სთ 10 წთ- ზე, ოპერის მომღერალმა ლევან ტაბატაძემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის სპორტულ კომპლექსში კომპანია „ლიდერბეთის“ მხარდაჭერით „დურუს თასი 2019“ გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს ოქროს თასი გადაეცა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, გამარჯვებულები ოქროს მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ გადასცა ვერცხლის მედლები და სიგელები.

Visited 80 times, 1 visit(s) today