გიორგი დოხტურიშვილი ლიეტუვის დელეგაციის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის დელეგაციის წევრები ჩამოვიდნენ. თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა და ლიეტუვის რესპუბლიკის რეგიონის, იგნალინას მუნიციპალიტეტის მერმა, იუსტას რასიკასმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმი არსებულ ურთიერთობებსა და თანამეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს, სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს საგანმანათლებო, ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. თეთრიწყაროს მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გამართული პრეზენტაციით ლიეტუვის დელეგაციის წევრებს კიდევ უფრო ახლოს გააცნეს რეგიონის კულტურა და ისტორია.
შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილე ნიკა კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

Visited 39 times, 1 visit(s) today