გიორგი დოხტურიშვილი MERCY CORPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, MERCY CORPS-ის პროექტის – “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დირექტორს, უჩა ვარამაშვილს შეხვდა – საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მხარის პირველ პირს, დეტალური ინფორმაცია გააცნო ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე 3 წლიანი პროექტის შესახებ და რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებული 3 წლიანი პროექტი – (RDYE), მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებას(მათ შორის აგრო და ეკოტურიზმში), ფინანსებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აქტივობების ძირითადი მიმართულება კი ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, კეთილდღეობის გაუმჯობესება და მათი სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობაა. შეხვედრის მიმდინარეობისას, გიორგი დოხტურიშვილმა, ყურადღება გაამახვილა რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმების მიზნით მიმდინარე აქტივობების მხარდაჭერის აუცილებლობასა და პროცესში პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის მასშტაბით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განსაზღვრეს – დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც, რომელშიც უშუალოდ ადგილობივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ჩაერთვებიან.

Visited 107 times, 1 visit(s) today