გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი დოხტურიშვილმა დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულა. გარე განათებისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები, დმანისის მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩის ნაწილზე აქტიურ ფაზაშია შესული. მიმდებარე ტერიტორიაზე პარალელურად ხეების გადაბელვისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. გარე განათებისა და წმინდა ნინოს ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობის პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

Visited 56 times, 1 visit(s) today