ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი თანიაშვილის ხელმძღვანელობით. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, რეგიონალური საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოების ვადები.
ამჟამად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტი 50-მდე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
Visited 85 times, 1 visit(s) today