გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად გიორგი ჩხეიძე, რევაზ ასათიანი და გიორგი ხანიშვილი დაინიშნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად 2016 წლის 30 ნოემბრიდან გიორგი ჩხეიძე, ხოლო 2016 წლის 5 დეკემბრიდან რევაზ ასათიანი და გიორგი ხანიშვილი დაინიშნენ.
მოადგილეების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.
გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი იყო.
გიორგი ჩხეიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რევაზ ასათიანი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს ხელმძღვანელობდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას ნოდარ კერესელიძე იკავებს. ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა იური ნოზაძე.

Visited 464 times, 1 visit(s) today