გიორგი კვირიკაშვილის და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, პრემიერ-მინისტრისა და პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილის პარტიაში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ, ასევე სავარაუდოდ, კვირიკაშვილი პარტიის ლიდერი გახდება. პოლიტსაბჭოს წევრები “ქართული ოცნების” ოფისში უკვე მივიდნენ. შეხვედრაზე არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნო სიაზეც იმსჯელონ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით საგანელიძემ განაცხადა, ასევე გაირკვევა დაწერა თუ არა განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ.
“ძალიან გამიხარდება, თუკი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი”, – განაცხადა საგანელიძემ.
როგორც ცნობილია, შეხვედრას პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მინისტრი-წევრებიც ესწრებიან, მათ შორის, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, პრემიერისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გუშინ დაიგეგმა.

Visited 111 times, 1 visit(s) today