გიორგი კვირიკაშვილი ,,აუდიტორია 115″-ის წევრებს ხვდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,,აუდიტორია 115″, -ის წევრებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ,,აუდიტორია 115″-ის წარმომადგენლმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხდა, მათ გუშინ დაუკავშირდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. მისივე თქმით, ,,აუდიტორია 115″-ის წევრების მოთხოვნები უცვლელია და ისინი განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრი ,,აუდიტორია 115″-ის წევრებს მეორედ ხვდება. პრემიერი სტუდენტებს გასულ კვირას თსუ-ში შეხვდა.

Visited 151 times, 1 visit(s) today