გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა. საუბარი საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს შეეხო .
შეხვედრას, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

Visited 140 times, 1 visit(s) today