გიორგი კვირიკაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.
ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციას.
ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 82 times, 1 visit(s) today