გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს წარადგენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს. როგორც ცნობილია, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების წარდგენა ხვალ იგეგმებოდა.

Visited 121 times, 1 visit(s) today