გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეგიონალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეგიონალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელს, ფილიპ როსლერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა გახდება.
ფილიპ როსლერი 2011-2013 წლებში იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი.

Visited 160 times, 1 visit(s) today