გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.
საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, რეგიონულ თანამშრომლობას და საქართველოს მონაწილეობას რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.
მხარეებმა, ისაუბრეს საქართველოს როლზე “აბრეშუმის გზის” პროექტში და აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში.
შეხვედრისას, ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

Visited 121 times, 1 visit(s) today