საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვას დაესწრო. მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის სოლისტები – ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი და 21-ე საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი, გოტიე კაპუსიონი წარსდგნენ. კონცერტს, რომელიც კამპანიის – “დაინახე ყველაფერი” ფარგლებში გაიმართა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა.
გიორგი კვირიკაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვას დაესწრო
17/06/2017