გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ელჩს შეხვდა

17/03/2017

რუმინეთში, აპრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, – დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობები იყო გიორგი კვირიკაშვილისა და რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ჰორუმბას დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კავშირებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუმინელი ინვესტორების შემოსვლას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მიესალმება.
მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რუმინეთის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0