გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია “Libra Group”-ის თანამფლობელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია “Libra Group”-ის (The Libra Group) თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. Libra Group-ს აქვს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ბიზნესჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ავიაციის, ენერგეტიკის, საფინანსო სფეროებზე, სასტუმროებსა და უძრავ ქონებაზე.

Visited 141 times, 1 visit(s) today