გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ენტონიდე ლანოის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ სამწლიან პროგრამას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ, რაც მისი შეფასებით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრნენ.

Visited 137 times, 1 visit(s) today