გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უალტერნატივობას. აღინიშნა შეერთებული შტატების აქტიური როლი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული მდგომარეობა .
პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი გააცნო.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს მთავრობის
მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისადმი მხარდაჭერა.

Visited 120 times, 1 visit(s) today