გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას და მაგისტრალებს, რომელთა განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის დასახელდა E-60 ტრანზიტული დერეფანი, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებები.
აღინიშნა, რომ სომხეთიდან, საქართველოს გავლით, ტვირთების გადასაზიდად, ოპტიმალურია რუსთავი-სადახლოს და თბილისი-გეგუთის მიმართულებები.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დაესწრნენ.

Visited 159 times, 1 visit(s) today