გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსტი ნინისტოს შეხვდა

Tuesday October 31st, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსტი ნინისტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინეთში ახლად დაარსებულ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე, აღნიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ფინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0