გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისთვის პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება დაავალა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველ ვიცე-პერმიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისთვის პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება დაავალა.
„მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ ვინც იყო ამ სტიქიებში ჩართული, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი“ – გიორგი კვირიკაშვილი
„3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ჯარისკაცები, ექიმები, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტექნიკით, ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით და ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება გადავარჩინეთ განადგურებას“ – გიორგი კვირიკაშვილი

Visited 114 times, 1 visit(s) today